SMS-შეტყობინებები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


 

მიმდინარე წელს პირველად ტარდება საერთაშორისო ოლიმპიადა SMS-შეტყობინებების სწრაფად აკრეფაში და ანდრო იდაძე მასში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. ანდრო დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მომავალ ტურნირს და ცდილობს ყველა ნიუანსი კარგად გაიაზროს. ამჟამად ის ერთი საკითხითაა დაინტერესებული:

 

task of pausese
1

2

abc

3

def

4

ghi

5

jkl

6

mno

7

pqrs

8

tuv

9

wxyz

 

როგორც ცნობილია, მობილური აპარატების კლავიშებზე ერთდროულად რამდენიმე სიმბოლოა განლაგებული (იხ. ნახაზი), ხოლო SMS-შეტყობინების აკრეფისას პრინციპული მნიშვნელობა აქვს მოცემულ ტექსტში მეზობლად განლაგებული ორი სიმბოლო ერთიდაიმავე კლავიშითაა ასაკრეფი თუ სხვადასხვა კლავიშით. პირველ შემთხვევაში საჭიროა გარკვეული პაუზის გაკეთება, რათა ტექსტურმა რედაქტორმა ეკრანზე გამოტანილი სიმბოლო დააფიქსიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტექსტური რედაქტორი შეცვლის ეკრანზე გამოტანილ სიმბოლოს ამავე კლავიშზე მიმაგრებული ახლად აკრეფილი სხვა სიმბოლოთი.

ანდროს სურს გაარკვიოს, რამდენადაა დამოკიდებული მისი მუშაობის სისწრაფე პაუზების რაოდენობაზე.

 დაწერეთ პროგრამა, რომელიც დაეხმარება მას და გაარკვევს, მოცემულ ტექსტში არსებულ მეზობელ სიმბოლოთა წყვილებიდან რამდენია ერთიდაიმავე კლავიშიდან ასაკრეფი. სიმბოლოები მობილურ აპარატზე დაჯგუფებულია იმგვარად, როგორც ეს ნახაზზეა ნაჩვენები. ჰარი და ყველა სახის სასვენი ნიშანი განლაგებულია №1 კლავიშზე.

შესატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში მოცემულია პატარა ლათინური ასოების, სასვენი ნიშნებისა და ჰარებისაგან შედგენილი  ტექსტი. ტექსტის სიგრძე არ აღემატება 200 სიმბოლოს.

გამოსატანი მონაცემები:  ერთადერთ სტრიქონში უნდა ჩაიწეროს ერთი მთელი რიცხვი - მოცემული ტექსტის აკრეფისას საჭირო პაუზების რაოდენობა.

 

 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
task of pauses დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
0 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
variables of pascal: integer, string, real დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
5 დაკოპირება

შენიშვნა

განმარტება: მეორე მაგალითში საჭიროა 5 პაუზა შემდეგი მეზობელი სიმბოლოების აკრეფისას: a და b, c და a, ორწერტილი და ჰარი, მძიმე და ჰარი, მძიმე და ჰარი.