სიტყვების დათვლა

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


დაწერეთ პროგრამა, რომელიც დათვლის თითოეული სიტყვის რაოდენობას ტექსტში.

ტექსტი შედგება არანაკლებ 1 და არაუმეტეს 10 სტრიქონისაგან. თითოეულ სტრიქონში არის ერთი მაინც სიმბოლო და მათი რაოდენობა არ აღემატება 200-ს. თითოეული სიმბოლო არის ან პატარა ლათინური სიმბოლო ('a'..'z'), ან ჰარი ანუ სპეისი (' '), ან სიტყვის გადატანის სიმბოლო ('-').

სიტყვად ითვლება ლათინური სიმბოლოებისაგან შედგენილი ნებისმიერი არაცარიელი სტრიქონი. სიტყვები შეიძლება გაყოფილი იყოს ერთი ან რამდენიმე ჰარით. სტრიქონის დასაწყისსა და ბოლოში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე ჰარი. თუ სტრიქონის ბოლოში დგას გადატანის სიმბოლო, ეს ნიშნავს, რომ სტრიქონის უკანასკნელი სიტყვა არ დამთავრებულა და ის გრძელდება მომდევნო სტრიქონში. ამ შემთხვევაში მომდევნო სტრიქონის პირველი სიმბოლო აუცილებლად იქნება ლათინური ანბანის სიმბოლო. ერთ სიტყვას შეიძლება ეკავოს ორი ან მეტი სტრიქონი. არცერთი სიტყვის სიგრძე არ აღემატება 200-ს. 

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი N, რომელიც აღნიშნავს სტრიქონების რაოდენობას. მომდევნო N სტრიქონში მოცემულია ტექსტი.

გამოსატანი მონაცემები: ყოველი სტრიქონი უნდა შეიცავდეს თითო სიტყვას, თითო ჰარის და თითო რიცხვს, რომელიც აღნიშნავს შესაბამისი  სიტყვის რაოდენობას. გამოიტანეთ სიტყვების მათი რაოდენობის კლებადობის მიხედვით. თუ ზოგი სიტყვების რაოდენობა თანაბარია, მაშინ ისინი გამოიტანეთ ლექსიკოგრაფიული (ანბანური) თანმიმდევრობით. გარანტირებული, რომ გამოსატანი მონაცემების რაოდენობა არ აღემატება 200-ს.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
1 a b c დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
a 1 b 1 c 1 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
3 averybi- gwo- rd and another averybigword დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
averybigword 2 and 1 another 1 დაკოპირება