ორი ლიფტი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


სასტუმროში გვერდიგვერდ ფუნქციონირებს ორი ლიფტი, რომელთაც საერთო პროგრამული უზრუნველყოფა ემსახურება. თუკი რომელიმე სართულიდან ლიფტს გამოიძახებენ, პროგრამა ამ სართულისაკენ მასთან უფრო ახლოს მყოფ ლიფტს აგზავნის. თუ ორივე ლიფტი თანაბარ მანძილზეა, მაშინ პირველ ლიფტს გაგზავნის. დაწერეთ ანალოგიური პროგრამა.

შესატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში შემოდის სამი რიცხვი: a, b და c (0<a,b,c<100), სადაც a აღნიშნავს სართულს, რომელზეც პირველი ლიფტი იმყოფება, b  აღნიშნავს სართულს, რომელზეც მეორე ლიფტი იმყოფება, ხოლო  c აღნიშნავს სართულს, რომლიდანაც მოხდა გამოძახება.

გამოსატანი მონაცემები: ერთდერთი რიცხვი - იმლიფტის ნომერი, რომელსაც პროგრამა გამოძახების ადგილისაკენ გაგზავნის.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
2 9 7 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
2 8 5 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
1 დაკოპირება