ოთხთა ტურნირი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


იტალიაში ჩატარდა შეჯიბრი ფეხბურთში ოთხ გუნდს შორის. გუნდების სახელებია Lazio, Inter, Roma და Milan. ყველა გუნდი თითოჯერ შეხვდა ერთმანეთს.  შეხვედრაში გამარჯვებულად ითვლება ის გუნდი, რომელმაც მეტი გოლი გაიტანა და მას 3 ქულა ეწერება. წაგებულ გუნდს 0 ქულა ერგება. თანაბარი გოლების შემთხვევაში გუნდებს თითო ქულა ეწერებათ. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოითვლის გუნდების მიერ დაგროვებულ ქულებს.

შესატანი მონაცემები: ექვსი სტრიქონიდან თითოეულში მოცემულია თითო მატჩის შედეგი - ჯერ გუნდების დასახელება, ხოლო შემდეგ გატანილი გოლების რაოდენობა შესაბამისი თანმიმდევრობით.

გამოსატანი მონაცემები: თითო სტრიქონში თითო გუნდი და მისი დაგროვებული ქულები. გუნდები დალაგებული უნდა იყოს ქულების კლებადობით. თუ ორ ან მეტ გუნდს თანაბარი ქულა ექნება, ამ გუნდების თანმიმდევრობა ლექსიკოგრაფიული (ანბანური) თანმიმდევრობით უნდა დალაგდეს.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
Lazio Inter 1 3 Roma Milan 2 2 Inter Roma 1 0 Milan Lazio 2 1 Inter Milan 3 3 Lazio Roma 2 0 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
Inter 7 Milan 5 Lazio 3 Roma 1 დაკოპირება