კარგი სიტყვები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2007/08, OPEN, SILVER


მოცემულია N (1<= N <= 1000) ცალი სიტყვა, რომელთაგან თითოეულის სიგრძე არ აღემატება 1000 სიმბოლოს. ამასთან არცერთი სიტყვა ცარიელი არ არის. გარდა ამისა, ბესის აქვს M (1 <= M <= 100) "კარგი" სტრიქონის სიმრავლე, რომელთაგან თითოეულის სიგრძე არ აღემატება 30 სიმბოლოს და არცერთი არ არის ცარიელი. თუკი სიტყვა შეიცავს რომელიმე "კარგ" სტრიქონს ქვემიმდევრობის სახით (ანუ აუცილებელი არაა მიყოლებით შეიცავდეს, მაგრამ აუცილებელია თანმიმდევრობა დაცული იქნეს), მაშინ ბესი ამ სიტყვას ანიჭებს ხარისხის 1 ქულას. სიტყვებიც და "კარგი" სტრიქონებიც შეიცავენ ზედა და ქვედა რეგისტრების სიმბოლოებს, თუმცა ამას შედარებისას მნიშვნელობა არ აქვს. მაგალითად, სიტყვა "Bessie" სტრიქონებს "Be", "sI", "EE" და "Es", მაგრამ არ შეიცავს "is"-ს და "eB"-ს. გამთვალეთ თითოეული სიტყვის ხარისხი.

შესატანი მონაცემები::

* სტრიქონი 1: ორი მტელი რიცხვი N და M.

* სტრიქონები 2..N+1: სტრიქონი i+1 შეიცავს i-ურ სიტყვას.

* სტრიქონები N+2..N+M+1: სტრიქონი N+i+1 შეიცავს i-ურ "კარგ" სტრიქონს.

 

გამოსატანი მონაცემები:

* სტრიქონები 1..N+1: სტრიქონი i+1 შეიცავს i-ურ სიტყვის ხარისხს.

 

 

 

 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
5 3 Bessie Jonathan Montgomery Alicia Angola se nGo Ont დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
1 1 2 0 1 დაკოპირება

შენიშვნა

მოცემულია 5 სიტყვა: "Bessie", "Jonathan", "Montgomery", "Alicia", "Angola" და 3 "კარგი" სტრიქონი "se", "nGo", "Ont".

"Bessie" შეიცავს "se"-ს, "Jonathan" შეიცავს "Ont"-ს, "Montgomery" შეიცავს "nGo"-ს და "Ont"-ს, "Alicia" არ შეიცავს არცერთ "კარგ" სტრიქონს, ხოლო

"Angola" შეიცავს "nGo"-ს.