დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: USACO, 2007/08, NOV, BRONZE
კოკისპირული წვიმების დროს ფერმერ ჯონის ფერმა იტბორება ხოლმე და ზედ ტბები წარმოიქმნება. სადაზღვევო კომპანია ჯონს ზარალს უნაზღაურებს იმის მიხედვით, თუ რამხელაა მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ყველაზე დიდი ტბა. ფერმა წარმოადგენს ცხრილის სახის მართკუთხედს N (1 <= N <= 100) სტრიქონითა და M (1 <= M <= 100) სვეტით. ამ ცხრილის თითოეული უჯრა ამ მშრალია, ან დატბორილი. დატბორილ უჯრათა რაოდენობა არის ზუსტად K (1 <= K <= N*M). იმ შემთხვევაში, როცა ორი ან მეტი დატბორილი უჯრა ერთმანეთს ესაზღვრება (მხოლოდ გვერდით და არა წვეროთი), ისინი ქმნიან ტბას. შეტანის ფორმატი: * სტრიქონი 1: ჰარით გამოყოფილი სამი რიცხვი: N, M, და K * სტრიქონები 2..K+1: ყოველი i+1 სტრიქონი აღწერს დატბორილ უჯრას ჰარით გამოყოფილი ორი მთელი რიცხვით, სტრიქონითა და სვეტით R და C გამოტანის ფორმატი: * სტრიქონი 1: უჯრათა რაოდენობა, რომლებიც ქმნიან უდიდეს ტბას
შესატანი მონაცემები
3 4 5 3 2 2 2 3 1 2 3 1 1 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
4 დაკოპირება
შეტანის დეტალები: ფერმა არის ცხრილი 3 სტრიქონითა და 4 სვეტით. დატბორილია სულ 5 უჯრა. ისინი განთავსებულია პოზიციებში (სტრიქონი 3, სვეტი 2); (სტრიქონი 2, სვეტი 2); (სტრიქონი 3, სვეტი 1); (სტრიქონი 2, სვეტი 3); (სტრიქონი 1, სვეტი 1): # . . . . # # . # # . .
გამოტანის დეტალები: უდიდეს ტბას ქმნის პირველი (შესატანი) 4 უჯრა