დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
ბუბამ იპოვა ყუთი, რომელშიც პლასტმასისაგან დამზადებული ციფრები იდო. ყუთში დევს k2 ცალი ციფრი 2, k3 ცალი ციფრი 3, k5 ცალი ციფრი 5 და k6 ცალი ციფრი 6. ბუბას უყვარს რიცხვები 32 და 256, ამიტომ ნაპოვნი ციფრებისაგან დაიწყო ამ რიცხვების შედგენა. ბუბას სურს, რომ მის მიერ შედგენილი რიცხვების ჯამი მაქსიმალური იყოს. ყოველი ციფრის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ერთ რიცხვში. გამოუყენებელი ციფრები ჯამში არ გაითვალისწინება. რა მაქსიმალური ჯამის მიღება შეუძლია ბუბას?
შესატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში ოთხი მთელი რიცხვი k2, k3, k5, k6 — ციფრების 2, 3, 5 და 6-ის რაოდენობა შესაბამისად (0 ≤ k2, k3, k5, k6 ≤ 5·106).
გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - მაქსიმალური ჯამი, რისი მიღებაც შეუძლია ბუბას ყუთში ნაპოვნი ციფრებისაგან.
შესატანი მონაცემები
5 1 3 4 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
800 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
1 1 1 1 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
256 დაკოპირება
განმარტება. პირველ მაგალითში გვაქვს ხუთი ცალი ციფრი 2, ერთი ცალი ციფრი 3, სამი ცალი ციფრი 5 და ოთხი ცალი ციფრი 6. ბუბას შეუძლია მათაგან შეადგინოს 3 რიცხვი 256 და ერთი რიცხვი 32. მათი ჯამი იქნება 256 + 256 + 256 + 32 = 800. უფრო დიდი ჯამის მიღება შეუძლებელია. შევნიშნოთ, რომ ბუბამ ვერ გამოიყენა ერთი ცალი 2 და ერთი ცალი 6. ისინი პასუხში არ გაითვალისწინება.
მეორე მაგალითში შესაძლოა შევადგინოთ მხოლოდ ერთი რიცხვი 256. ამიტომ პასუხიც 256 იქნება. ციფრი 3-იანი ვერ გაამოვიყენეთ.