საიდუმლო ენა

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2006/07, MAR, BRONZE


   ძროხებმა გაიგეს, რომ როცა ღორებს სურთ ფერმერმა ჯონმა ვერ გაიგოს მათი საუბარი,
ისინი იყენებენ საიდუმლო ენას "Pig Latin". ამ იდეით აღტაცებულმა ძროხებმა გამოიგონეს
საიდუმლო ენის საკუთარი ვერსია, რომელსაც დაარქვეს "Bovine Latin". 
ინგლისური სიტყვის გარდაქმნა  Bovine Latin-ში საკმაოდ იოლია. იმ სიტყვებს, რომლებიც
იწყებიან ხმოვნებით ('a', 'e', 'i', 'o', 'u') სიტყვის ბოლოს ემატება "cow". 
მაგალითად, სიტყვა "udder" შიცვლება სიტყვით "uddercow". სიტყვებში, რომლებიც იწყებიან
სხვა სიმბოლოებით, პირველი სიმბოლო გადადის სიტყვის ბოლოს და სიტყვას ემატება "ow". 
მაგალითად სიტყვა "farmer" შიცვლება სიტყვით "armerfow". ამიტომ ფრაზა  "The cows 
escape at dawn" შეიცვლება ფრაზით "Hetow owscow escapecow atcow awndow".
ძროხებს გულწრფელად სჯერათ, რომ ამგვარ დაშიფვრას ფჯ ვერაფერს გაუგებს.
    ამასთანავე ძროხებს ეზარებათ ტექსტების გადაყვანა და გთხოვენ თქვენ, რომ დაწეროთ
პროგრამა, რომელიც აიღებს ცალკეულ სიტყვებს და გადაიყვანს Bovine Latin-ში. თქვენ
გეძლევათ N (1 <= N <= 100) სიტყვა, თითოეული სიტყვის სიგრძეა 3-დან 40 სიმბოლომდე.
 
 
შეტანის ფორმატი:
* სტრიქონი 1: ერთი მთელი რიცხვი: N
* სტრიქონები 2..N+1: სტრიქონში თითო სიტყვა. ყოველი სიტყვა შეიცავს
           L (3 <= L <= 100) პატარა ინგლისურ სიმბოლოს.
 
 
 
გამოტანის ფორმატი:
* სტრიქონები 1..N: მოცემული სიტყვების შესაბამისებს Bovine Latin-ში.
 
 
 
 



მაგალითები

შესატანი მონაცემები
5 udder farmer milk aaa zzz დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
uddercow armerfow ilkmow aaacow zzzow დაკოპირება