დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: USACO, 2006/07, OPEN, BRONZE
ბესიმ გადაწყვიტა ფერმაში, ღობის გასწვრივ ყვავილები დარგოს. „მე დავრგავ ყვავილების გრძელ რიგსF (7 <= F <= 10,000) “
გაიფიქრა მან - "ყოველ მესამე ძირს დავრგავ ვარდს, ყოველ მეშვიდეს ბეგონიას, ყოველ მეოთხეს მიხაკს." ამის შემდეგ
საინტერესოა, რამდენი ადგილი დამრჩება რიგში ცარიელი? დაეხმარეთ მას გამოთვლაში.
წაიკითხეთ K (1 <= K <= 100) რაოდენობის დარგვების აღწერა, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს რიცხვით წყვილს
- L (1 <= L <= F) გვიჩვენებს დარგვის საწყის პოზიციას (L=1 - პირველი პოზიციაა), ხოლო I (1 <= I <= F) გვიჩვენებს ინტერვალს.
დაითვალეთ დარგვების შემდეგ რიგში დარჩენილი ცარიელი ადგილების რაოდენობა.
ბესიმ შეიძლება დარგვები შემდეგნაირად განახორციელოს:
30 3 [30 ადგილი; 3 სახეობის ყვავილი]
1 3 [ვარდები იწყება 1-ლი ადგილიდან და ჩარგულია ყოველ მე-3 ადგილში]
3 7 [ბეგონიები იწყება მე-3 ადგილიდან და ჩარგულია ყოველ მე-7 ადგილში]
1 4 [მიხაკები იწყება 1-ლი ადგილიდან და ჩარგულია ყოველ მე-4 ადგილში]
დასარგველი რიგი თავიდან ასე გამოიყურება:
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვარდების დარგვის შემდეგ ასეთ სახეს იღებს:
R . . R . . R . . R . . R . . R . . R . . R . . R . . R . .
ბეგონიების დარგვის შემდეგ ასეთ სახეს იღებს:
R . B R . . R . . R . . R . . R B . R . . R . B R . . R . .
მიხაკების დარგვის შემდეგ კი ასეთია:
R . B R D . R . D R . . R . . R B . R . D R . B R . . R D .
ყველა ყვავილის დარგვის შემდეგ სულ 13 ცარიელი ადგილი რჩება.
შეტანის ფორმატი:
* სტრიქონი 1: ჰარით გამოყოფილი ორი რიცხვი F და K
* სტრიქონები 2..K+1: ყოველი j-ური სტრიქონი შეიცავს ჰარით გამოყოფილ ორ მთელ რიცხვს L_j და I_j დარგვის საწყის და ინტერვალის მახასიათებლებს
გამოტანის ფორმატი:
* სტრიქონი 1: ერთი მთელი რიცხვი - დარგვების განხორციელების შემდეგ დარჩენილი ცარიელი ადგილების რაოდენობა.
შესატანი მონაცემები
30 3 1 3 3 7 1 4 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
13 დაკოპირება