დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
ნატურალურ რიცხვ N-ისათვის აწარმოებენ შემდეგ ორ ოპერაციას: ა) თუ რიცხვი ლუწია, ჰყოფენ 2-ზე. ბ) თუ რიცხვი კენტია, ამრავლებენ 3-ზე და უმატებენ ერთს. შემდეგ იგივე ოპერაციას იმეორებენ მიღებულ რიცხვზე მანამ, ვიდრე რომელიმე ოპერაციის შემდეგ 1-ს არ მიიღებენ. დაწერეთ პროგრამა, რომელიც პირველ სტრიქონში გამოიტანს ზემოთ ნაჩვენები პროცესის დროს მიღებულ ყველა რიცხვს, ხოლო მეორეში - შესრულებულ ოპერაციათა რაოდენობას.
შესატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი N (0<N<30000).
გამოსატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში გამოიტანეთ იმ რიცხვთა მიმდევრობა, რომლებიც მიიღებიან ვიდრე საწყისი რიცხვი 1 არ გახდება. მეორე სტრიქონში გამოიტანეთ ერთი მთელი რიცხვი – პირველ სტრიქონში გამოტანილ რიცხვთა რაოდენობა.
შესატანი მონაცემები
23 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
70 35 106 53 160 80 40 20 10 5 16 8 4 2 1 15 დაკოპირება