დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: USACO, 2007/08, OCT, BRONZE
ფერმერი ჯონი ბესის ეთამაშება შემდეგ თამაშს - იგი ჩაიფიქრებს ორ მთელ რიცხვს A-სა და B-ს (1 <= B <= A <= 500) და ბესიმ უნდა გამოიცნოს, რა რიცხვები ჩაიფიქრა ჯონმა. ამ რიცხვების გამოსაცნობად ჯონი ბესის აძლევს ერთ მთელ რიცხვს N (1 <= N <= 1,000) და ეუბნება, რომ მის ჩაფიქრებულ ორ რიცხვს შორის უდიდესის კვადრატი მეტია მათ შორის უმცირესის კვადრატზე მოცემული N რიცხვით. გონებამახვილი ბესი ხვდება, რომ მოცემული რიცხვისთვის შესაბამისი წყვილების რაოდენობა შეიძლება ერთზე მეტი იყოს. ამიტომ მას სჭირდება დახმარება ისეთი პროგრამის დაწერაში, რომელიც გამოითვლის სათანადო წყვილების რაოდენობას. შეტანის ფორმატი: * სტრიქონი 1: ერთი მთელი რიცხვი: N გამოტანის ფორმატი: * სტრიქონი 1: ერთი მთელი რიცხვი, რომელიც წარმოადგენს სათანადო წყვილების რაოდენობას
შესატანი მონაცემები
15 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 დაკოპირება
შეტანის განმარტება: მოითხოვება ისეთი წყვილების (A, B) რაოდენობის პოვნა, რომლებიც აკმაყოფილებენ პირობას: A^2 = B^2 + 15?
გამოტანის განმარტება: არსებობს ორი ასეთი წყვილი: (A, B) = (4, 1) და (A, B) = (8, 7)