დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: USACO, 2007/08, MAR, BRONZE
მოცემულია N (1 <= N <= 500) რიცხვისაგან შედგენილი კრებული. მასში შემავალი X_i (-5,000 <= X_i <= 5000) რიცხვებისათვის გამოთვალეთ ორი სტატისტიკა: * საშუალო მნიშვნელობა (ყველა რიცხვის ჯამი გაყოფილი N-ზე) * მედიანა (თუ N კენტია - შუა ადგილას მდებარე რიცხვი N დასორტირებულ რიცხვს შორის, ხოლო თუ N - ლუწია, მაშინ შუა ორ ადგილას მყოფი რიცხვების საშუალო მნიშვნელობა, დასორტირებულ N რიცხვს შორის) თქვენი პასუხი სწორად ჩაითვლება, თუ მისი განსხვავება ოფიციალური პასუხისაგან განსხვავდება არაუმეტეს 0.002-ისა. შეტანის ფორმატი: * სტრიქონი 1: ერთი მთელი რიცხვი N * სტრიქონები 2..N+1: სტრიქონი i+1 შეიცავს ერთ მთელ რიცხვს: X_i გამოტანის ფორმატი: * სტრიქონი 1: შემომავალი კრებულის საშუალო მნიშვნელობა * სტრიქონი 2: შემომავალი კრებულის მედიანა
შესატანი მონაცემები
5 12 4 6 8 2 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
6.400000 6.000000 დაკოპირება
გამოტანის დეტალები: (12+4+6+8+2)/5=6.4 დალაგებული {2, 4, 6, 8, 12} კრებულის შუა რიცხვია 6.