ძეგლების მონახულება

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2007/08, NOV, BRONZE


ბესი მოგზაურობს გზაზე, რომელზეც განთავსებულია ღირსშესანიშნაობის ძეგლები.
თუ გზას ჩვენ წარმოვიდგენთ, როგორც რიცხვით წრფეს, ბესი სტარტს იღებს საწყისი
(x = 0) წერტილიდან. გზის X(1)...X(N) (-10,000 <= X(i) <= 10,000)
წერტილებში განთავსებულია N (1 <= N <= 50,000) ძეგლი. ბესის უნდა, რომ მზის
ჩასვლამდე მოასწროს რაც შეიძლება მეტი ძეგლის ნახვა. მზის ჩასვლამდე დარჩენილია
T (1 <= T <= 1,000,000,000) წუთი. ამის შემდეგ ის ჩერდება და იქვე რჩება
ღამის გასათევად. ბესი მანძილის ერთ ერთეულს გადის 1 წუთში.

ბესიმ ძეგლები უნდა მოინახულოს სპეციალური რიგით. იგი ყოველთვის ცდილობს,
რომ საწყისი წერტილის უახლოესი ძეგლები მოინახულოს. ძეგლების არც ერთი
წყვილი არ არის განლაგებული საწყისი წერტილიდან ერთი და იგივე მანძილით.
დაეხმარეთ ბესის, იანგარიშოს, ძეგლების ის მაქსიმალური რაოდენობა, რომლის
ნახვასაც ის მზის ჩასვლამდე მოასწრებს.


შეტანის ფორმატი:
* სტრიქონი 1: ჰარით გამოყოფილი ორი მთელი რიცხვი T და N.
* სტრიქონები 2..N+1: სტრიქონი i+1 შეიცავს X(i)-ს, i-ური ძეგლის განთავსების ადგილს.


გამოტანის ფორმატი:
* სტრიქონი 1: ძეგლების მაქსიმალური რაოდენობა, რომლის ნახვასაც ბესი მოასწრებს.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
25 5 10 -3 8 -7 1 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
4 დაკოპირება

შენიშვნა

შეტანის დეტალები:
მზის ჩასვლამდე 25 წუთია დარჩენილი, სულ არის 5 ძეგლი წერტილებში 10, -3, 8, -7, და 1.
გამოტანის დეტალები:
ბესი მოინახულებს ძეგლებს 1, -3, -7, და 8 და მთლიანად მოანდომებს 24 წუთს.
ძეგლს, რომელიც განთავსებულია წერტილში 10, ბესი ვერ მოინახულებს.