დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: COCI, 2010/11, #6
მოცემულია N ცალი რიცხვისაგან შედგენილი მასივი. თითოეულ ელემენტზე თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ მხოლოდ ერთი ტიპის ოპერაცია - გამოაკლოთ მის მნიშვნელობას რაიმე გარკვეული რიცხვი. თქვენი მიზანია, ამ ოპერაციების ჩატარების შემდეგ მიიღოთ მკაცრად ზრდადი მასივი, ამასთან გამოკლებული რიცხვების ჯამი უნდა იყოს მინიმალური.
შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი დადებითი რიცხვი N (1 ≤ N ≤ 100), მასივში ელემენტების რაოდენობა. მომდევნო N სტრიქონიდან თითოეულში მთელი დადებითი რიცხვი, რომელიც არ აღემატება 20 000-ს.
გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - გამოკლებული რიცხვების მინიმალური ჯამი.
შესატანი მონაცემები
3 5 5 5 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
4 5 3 7 5 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
6 დაკოპირება