დაბადების დღე

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2005/06, OCT, BRONZE


ბესი ეკითხება მის მეგობარს,თუ კვირის რომელ დღეს არის დაბადებული იგი. მეგობარმა იცის, რომ დაბადებულია 2003 წლის 25 მაისს,

მაგრამ არ იცის ეს თარიღი კვირის რომელი დღეა. დაწერეთ პროგრამა, რომელიც მას დაეხმარება. გაითვალისწინეთ,რომ დაბადების დღე

არ შეიძლება იყოს 1800 წლამდე.

ჩვენთვის ცნობილია, რომ 1900 წლის 1 იანვარი იყო ორშაბათი.

თვეების სიგრძეებია:

იანვ 31          მაი 31      სექტ 30
თებ 28 ან 29     ივნ 30      ოქტ 31
მარ 31          ივლ 31      ნოემ 30
აპრ 30           აგვ 31      დეკ 31

წელი, რომელიც იყოფა 4-ზე, არის ნაკიანი (1992 = 4*498 .. 1992 არის ნაკიანი,ხოლო 1990 არ არის ნაკიანი წელი). ზემომოყვანილი წესი

არ ვრცელდება ყველა მრგვალსაუკუნოვან წელზე. კერძოდ, ყველა ის მრგვალსაუკუნოვანი წელი, რომელიც იყოფა 400-ზე ნაკიანია, ხოლო

დანარჩენები არ არის ნაკიანი (მიუხედავად იმისა, რომ ისინი 4-ზე იყოფა). ასე, რომ წლები 1800, 1900 და 2100 ნაკიანი არ არის, მაგრამ 2000 ნაკიანია.

 

შეტანის ფორმატი:

* სტრიქონი 1: სამი, ჰარით გამოყოფილი რიცხვი, რომლებიც შესაბამისად წარმოადგენენ დაბადების წელს, თვეს (ფარგლებში 1..12), და დღეს.

 

 

 

გამოტანის ფორმატი:

სტრიქონი 1: ერთადერთი სიტყვა, რომელიც აღნიშნავს კვირის დღეს (არამთავრული ასოების ფორმატში, შემდეგი სახით: monday, tuesday, wednesday, thursday, friday, saturday, sunday).

 

 

 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
2003 5 25 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
sunday დაკოპირება

შენიშვნა

შეტანის განმარტება:

2003 წლის 25 მაისი

 

გამოტანის განმარტება:

May 2003
Su Mo Tu We Th Fr Sa
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31