ცენზურა

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2014/15, FEB, SILVER


ფერმერ ჯონს გამოწერილი აქვს ძროხებისთვის ჟურნალი "ბოსელი თაიმსი", ვინაიდან მათ ძალიან უყვართ კითხვა. სამწუხაროდ, ჟურნალის ბოლო ნომერი შეიცავს სტატიას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიწვას სტეიკი. ჯონს არ უნდა, რომ მისმა ძროხებმა ეს სტატია ნახონ და აპირებს, რომ ჟურნალის ტექსტი გადააკეთოს.

ჯონი ცენზურის მიზნით ჟურნალის მთლიან ტექსტს იღებს და ქმნის S სტრიქონს არაუმეტეს 10^6 სიმბოლოთი. ამ სტრიქონიდან მან უნდა ამოიღოს ქვესტრიქონი T სიგრძით <= 100 სიმბოლო. ამისათვის ჯონი პოულობს პირველ T ქვესტრიქონს S სტრიქონში და შლის მას. ამის შემდეგ იგი იმეორებს პროცესს და შლის პირველ T-ს და ამას აკეთებს მანამ, სანამ არ მიიღებს ისეთ S-ს, რომელიც არ შეიცავს T-ს. შევნიშნავთ, რომ წაშლის პროცესის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას ახალი T ისეთი, რომელიც მანამდე არ იყო S ტექსტში.

დაეხმარეთ ჯონს, რომ იპოვნოს ცენზურის შემდეგ საბოლოოდ დარჩენილი S.

შეტანის ფორმატი: 

პირველი სტრიქონი არის S, ხოლო მეორე სტრიქონი - T. T-ს სიგრძე არ აღემატება S-ის სიგრძეს და ორივე სტრიქონი შედგება ლათინური ანბანის ქვედა რეგისტრის ასოებისაგან (დიაპაზონიდან a..z).

გამოტანის ფორმატი: 

ცენზურის შედეგად დარჩენილი სტრიქონი S. გარანტირებულია, რომ ცენზურის შედეგად S სტრიქონი არ გადაიქცევა ცარიელ სტრიქონად.

 



მაგალითები

შესატანი მონაცემები
whatthemomooofun moo დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
whatthefun დაკოპირება