COW

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2014/15, FEB, BRONZE


ძროხა ბესი თავის საძოვარზე წააწყდა დიდ ლოდს, რომელზეც ამოკვეთილია წარწერა. წარწერა, როგორც ჩანს, რომელიღაც უძველეს დამწერლობას ეკუთვნის და მასში ანბანის მხოლოდ სამი ასო მონაწილეობს. ეს ასოებია C, O, და W. ბესი, მართალია, ვერ კითხულობს ტექსტს, მაგრამ, იმის გამო, რომ ამ ასოებით მისი საყვარელი სიტყვა COW იწერება, მას უნდა, რომ დათვალოს, რამდენჯერ ხვდება ეს სიტყვა მოცემულ ტექსტში.

ბესი კითხულობს ამ სიტყვას თუნდაც ამ ასოებს შორის სხვა ასოები იყოს - მისთვის მთავარია ასოთა თანმიმდევრობა. შეიძლება, რომ ერთი და იგივე ასო ორ სხვადასხვა სიტყვაში იღებდეს მონაწილეობას. მაგალითად, სიტყვა COW იკითხება ჩანაწერში CWOW ერთხელ, ჩანაწერში CCOW – ორჯერ და ჩანაწერში CCOOWW - რვაჯერ.

დაეხმარეთ ბესის, რომ მოცემულ ტექსტში დაითვალოს, რამდენჯერ იკითხება სიტყვა COW.

შეტანის ფორმატი: 

პირველი სტრიქონი შეიცავს ერთ ინტეჯერს N <= 10^5. მეორე სტრიქონი შეიცავს N სიმბოლოიან სტრინგს, რომლის თითოეული სიმბოლო არის ერთ-ერთი ასო C, O, ან W.

გამოტანის ფორმატი: 

რაოდენობა, რამდენჯერაც იკითხება სიტყვა COW მოცემულ სტრინგში.

შევნიშნავთ, რომ პასუხი შეიძლება იყოს ძალიან დიდი რიცხვი. ამიტომ გამოიყენეთ 64 ბიტიანი ინტეჯერი("long long" C++ _ში, "long" Java_ში).

 

 
 



მაგალითები

შესატანი მონაცემები
6 COOWWW დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
6 დაკოპირება