პიკანტური რიცხვები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ბუბა გაიტაცა ნუმეროლოგიამ და ახლა იკვლევს რიცხვებს, რომლებიც უნაშთოდ იყოფიან საკუთარი ციფრების ჯამზე. ასეთ რიცხვებს ბუბამ "პიკანტური რიცხვები" უწოდა და ახლა სჭირდება პროგრამა, რომელიც დაადგენს, არის თუ არა რიცხვი პიკანტური. დაეხმარეთ მას.

შესატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი N (1<=N<=1018).

გამოსატანი მონაცემები: YES, თუ მოცემული რიცხვი პიკანტურია და NO - წინააღმდეგ შემთხვევაში.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
36 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
YES დაკოპირება
შესატანი მონაცემები
89 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
NO დაკოპირება