მართკუთხედი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


მართკუთხედის ფართობი უდრის მისი გვერდების სიგრძეთა ნამრავლს. რამდენი განსხვავებული მართკუთხედი შეიძლება ავაგოთ მოცემული N ფართობისათვის?

შესატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი N (1<=N<=106) - მართკუთხედის ფართობი.

გამოსატანი მონაცემები: N ფართობის მქონე განსხვავებული მართკუთხედების რაოდენობა.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
20 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 დაკოპირება

შენიშვნა

განმარტება: 20-ის ტოლი ფართობი შეიძლება ჰქონდეს სამნაირ მართკუთხედს: 1*20, 2*10 და 4*5.