დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
მოცემულია N ცალი მთელი რიცხვი. უნდა შევასრულოთ Q ცალი ოპერაცია. ოპერაციები სულ 2 ტიპისაა:
* 1 X Y - X ინდექსზე ჩაწერილი რიცხვი შევცვალოთ Y რიცხვით.
* 2 L R - გამოვიტანოთ [L, R] ინდექსებს შორის არსებული რიცხვების ჯამი (L და R ინდექსებზე არსებული ელემენტების ჩათვლით).
შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ორი მთელი რიცხვი N (1 <= N <= 10^6) და Q (1 <= Q <= 10^5). მეორე სტრიქონში N ცალი მთელი რიცხვი დიაპაზონში 1..100000.
გამოსატანი მონაცემები: მეორე ტიპის ყველა ოპერაციაზე თითო რიცხვი - ელემენტების ჯამი მითითებული ინტერვალიდან.
შესატანი მონაცემები
5 5 2 3 4 8 9 1 0 3 2 0 1 2 0 4 1 2 5 2 0 3 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
6 27 19 დაკოპირება