დროის ლიმიტი: 2 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: BULG, 2008-09, მუნიც. 11-12
წრფეზე მოცემულია მთელი და დადებითი x (0<x<500001) კოორდინატების მქონე წერტილების სიმრავლე. თავდაპირველად ყველა წერტილი თეთრი ფერისაა. მათზე ტარდება შეღებვის N ცალი ოპერაცია. i-ური ოპერაციის დროს ფერი ეცვლება ყველა წერტილს ai-დან bi-მდე (კიდურა წერტილების ჩათვლით): თუ წერტილი თეთრი ფერისაა, ის ხდება შავი ფერის და პირიქით, თუ შავი ფერისაა, თეთრი ფერის ხდება.
დაწერეთ პროგრამა, რომელიც ყველა ოპერაციის ჩატარების შემდეგ იპოვის თანმიმდევრულად განლაგებული შავი წერტილების ყველაზე გრძელი მიმდევრობის სიგრძეს.
შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში მოცემულია ერთი მთელი რიცხვი N – ოპერაციების რაოდენობა. მომდევნო N სტრიქონიდან თითოეულში მოცემულია [ai, bi] ინტერვალი.
გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი – თანმიმდევრულად განლაგებული შავი წერტილების ყველაზე გრძელი მიმდევრობის სიგრძე.
შეზღუდვები
0 < N < 5001
0 < ai < 500001,
0 < bi < 500001,
ai ≤ bi , i = 1,…, N
შესატანი მონაცემები
2 3 7 5 10 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 დაკოპირება