უკანასკნელი გამორთვა

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 1 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: BULG, 2008-09, მუნიც. 9-10


გაზის კრიზისის დროს ქვეყანაში ელექტროენერგიის ხარჯი გაიზარდა. ბულგარეთის მთავრობამ ქვეყანა დაჰყო N  რეგიონად (გადანომრილია 1-დან N-მდე) და გადაწყვიტა, რომ ყველა მათგანს მორიგეობით გამოურთოს ელექტროენერგია შემდეგი წესით: დაწყებული პირველი რეგიონიდან გამორთვა განხორციელდეს ყოველ მე-m-ე რეგიონს. მაგალითისათვის, თუ N=5 და m=2, გამორთვები მოხდება შემდეგი თანმიმდევრობით: 1, 3, 5, 2, 4, 1, 3, 5, 2, 4, 1, .., და ა.შ. რადგან ერთ-ერთი რეგიონი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ბულგარეთის მთავრობას სურს ამ რეგიონს რაც შეიძლება გვიან გამოერთოს ელექტროენეგია აღნიშნული წესით. განხილულ მაგალითში ასეთი რეგიონია ნომერი 4.

დაწერეთ პროგრამა, რომელიც რეგიონების მოცემული N (1<N<1000) რაოდენობისა და სპეციალური რეგიონის ნომრის მიხედვით შეარჩევს m-ის ისეთ მნიშვნელობას, რომ თუ მთავრობა რიგრიგობით გამორთავს ყოველ მე-m-ე რეგიონს, სპეციალური რეგიონი ყველაზე გვიან გამოირთვება. m-ის მნიშვნელობა ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ სპეციალური რეგიონის გამორთვამდე ყველა სხვა რეგიონი ერთხელ მაინც უნდა იყოს გამორთული.

შესატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში მოცემულია ორი მთელი რიცხვი – N და S.  N წარმოადგენს რეგიონების რაოდენობას, ხოლო S - სპეციალური რეგიონის ნომერს.

გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი – m-ის მნიშვნელობა.

 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
5 4 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
20 13 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
7 დაკოპირება