დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 128 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: პოლონეთი, ოლიმპიადა 13, ეტაპი 1
პატარა ჰანზელს მშობლებმა დაბადების დღეზე აჩუქეს ახალი სათამაშო, რომელიც შედგებოდა დისკებისა და მილისაგან, მილი არის უჩვეულო ფორმის, იგი შედგება ცილინდრებისაგან რომლებიც ერთი და იგივე სისქის და განსხვავებული სიგრძის არიან და ამოჭრილი აქვთ შუაგული, მილი ერთი მხრიდან ღიაა, ხოლო მეორედან დაკეტილია. მაგალითისათვის შემდეგი მილი შედგება ცილინდრებისაგან რომლის სიგრძეებია 5 , 6 , 4 , 3 , 6 , 2 და 3 სანტიმეტრი და შუაგულია ამოჭრილი.
ნახაზები იხილეთ ლინკზე: https://szkopul.edu.pl/problemset/problem/fYXVXOreVxlXTRoHZJXyXF2l/site/?key=statement
დისკები, რომლებიც ჰანზელს ააქვს სხვადასხვა დიამეტრისაა, თუმცა იგივე სისქის რაც ცილინდრები, რომლებისგანაც შედგება მილი.
ჰანზელმა მოიფიქრა შემდეგი თამაში რადგან მას აქვს ეს დისკები, მას აინტერესებს სად გაჩერდება ბოლო დისკი, თუ იგი მათ რიგ-რიგობით მილის შუაში დადებს. მაგალითად თუ დისკების დიამეტრები იქნება 3, 2 და 5 სანტიმეტრი, ამოხსნა იქნება შემდეგი: (იხილე ნახაზი).
როგორც შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ნახაზზე დისკი მილში ჩადების შემდეგ არ ჩერდება იქამდე, სანამ მას წინ არ შეხვდება ცილინდრი, რომლის სიგრძე დისკის დიამეტრზე მცირეა, სხვა დისკი ან მილის დასასრულს არ მიაღწევს.
რადგან თამაში რთულია, ჰანზელი ხშირად თხოვს მშობლებს დახმარებას და რადგან მის მშობლებს არ მოსწონთ ასეთი ინტელექტუალური თამაშები, მათ გთხოვეს თქვენ, რომ დაგეწერათ პროგრამა რომელიც ჰანზელს მათ მაგივრად გასცემდა პასუხს.
დაწერეთ პროგრამა რომელიც:
შესატანი იმფორმაცია
პირველი ხაზი შეიცავს ორ მთელ რიცხვს n და m (1<m, n<300000) დაშორებული ერთი გამოტოვებით პირველი რიცხვი არის ცილინდრების რაოდენობა რომლებისგანაც შედგება მილი მეორე დისკების. მეორე ხაზი შედგემა n ცალი რიცხვისაგან. ეს რიცხვები წარმოადგენენ ცილინდრების სიგრძეებს, რომლებისაგანაც შედგება მილი. რიცხვების დიაპაზონი 1-დან მილიარდამდე. მესამე ხაზი შედგება m ცალი რიცხვისაგან რომელიც წარმოადგენს დისკების დიამეტრებს, რომლებიც ჰანზელმა უნდა ჩასვას მილში. რიცხვების დიაპაზონი 1-დან მილიარდამდე.
გამოსატანი ინფორმაცია
ერთადერთ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი, რომელიც წარმოადგინს პოზიციას, რომელზეც გაჩერდა ბოლო დისკი.
შესატანი მონაცემები
7 3 5 6 4 3 6 2 3 3 2 5 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 დაკოპირება