დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 256 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: USACO, 2016/17, DEC, SILVER
იმისათვის რომ ფერმერ ჯონის ძროხებს ინტელექტუალურობა გამოუმუშავდეთ, მან განათავსა ამერიკის დიდი რუკა თავისი ბეღლის კედელზე. რადგან ძროხები დიდ დროს ატარებენ ბეღელში, მათ დაიწყეს საინტერესო დამთხვევების შენიშვნა. მაგალითად, ქალაქი Flint, MI და ქალაქი Miami, FL არიან დაკავშირებულები: "Flint" ის პირველი ორი ასო ("FL") ემთხვევა Miami-ის შტატის კოდს, ხოლო "Miami" ის პირველი ორი ასო ("MI") ემთხვევა Flint ის შტატის კოდს. დავარქვათ წყვილს "განსაკუთრებული", თუ ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან ზემოთ აღწერილი წესით. "განსაკუთრებული" ქალაქების წყვილი არ უნდა იყოს ერთი შტატიდან. ძროხებს აინტერესებთ, სულ რამდენი ქალაქის წყვილი არის "განსაკუთრებული". დაეხმარეთ მათ ამ გეოგრაფიული ამოცანის ამოხსნაში!
შემავალი მონაცემების ფორმატი:
პირველი ხაზი შეიცავს N (1≤N≤200,000), რომელიც აღნიშნავს რუკაზე ქალაქების რაოდენობას. მომდევნო N ხაზი შეიცავს ორ სტრიქონს: ქალაქის სახელს (მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 10 სიმბოლო) და ქალაქის შტატის კოდს (2 დიდი სიმბოლო). შესაძლებელია რომელიმე 2 ქალაქს ქონდეს ერთნაირი სახელი, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებლად განსხვავებული შტატი ექნებათ.
გამოტანის ფორმატი:
შესატანი მონაცემები
6 MIAMI FL DALLAS TX FLINT MI CLEMSON SC BOSTON MA ORLANDO FL დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
1 დაკოპირება