დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: USACO, 2007/08, JAN, BRONZE
iCow წარმოადგენს MP3-პლეიერს, რომელიც ინახავს N (1 <= N <= 1,000) სიმღერას, გადანომრილს
1-დან N-მდე, უკრავს მათ იმ თანმიმდევრობით, რომელსაც ფჯ-ს ალგორითმი განსაზღვრავს: * ყოველ i ნომრის მქონე სიმღერას აქვს საწყისი რეიტინგი R_i (1 <= R_i <= 10,000). * ყოველ კონკრეტულ მომენტში უნდა შესრულდეს სიმღერა უდიდესი რეიტინგით. თუკი რამდენიმე სიმღერას აქვს ერთნაირი რეიტინგი, უნდა შესრულდეს უმცირესი ნომრის სიმღერა. * შესრულების შემდეგ სიმღერის რეიტინგი ხდება 0, ხოლო მისი რეიტინგი თანაბრად ნაწილდება დანარჩენ N-1 სიმღერას შორის. * თუ რეიტინგის ქულები ზუსტად არ ნაწილდება, ანუ რეიტინგი ზუსტად არ იყოფა (N-1)-ზე, მაშინ
ზედმეტი ქულები თითო-თითოდ ემატება სიის პირველ შეუსრულებელ სიმღერებს, ვიდრე დამატებითი ქულები არ ამოიწურება. ეს პროცესი მეორდება ყოველი სიმღერის შესრულების შემდეგ. დაადგინეთ პირველი T (1 <= T <= 1000) სიმღერა, რომელიც შესრულდება iCow-ის საშულებით. შესატანი მონაცემები: * სტრიქონი 1: ორი მთელი რიცხვი - N და T. * სტრიქონები 2..N+1: სტრიქონი i+1 შეიცავს ერთ მთელ რიცხვს: R_i
გამოსატანი მონაცემები: * სტრიქონები 1..T: სტრიქონი i შეიცავს ერთ მთელ რიცხვს - შესრულებული სიმღერის ნომერს.
შესატანი მონაცემები
3 4 10 8 11 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 1 2 3 დაკოპირება
განმარტება: სულ 3 სიმღერაა რეიტინგებით 10, 8, და 11. უნდა განვსაზღვროთ პირველი 4 სიმღერის შესრულების თანმიმდევრობა რეიტინგები ყოველი სიმღერის შესრულების წინ: R_1 R_2 R_3 10 8 11 -> შესრულდება #3 11/2 = 5, ნაშთი = 1 16 13 0 -> შესრულდება #1 16/2 = 8 ნაშთი = 0
0 21 8 -> შესრულდება #2 21/2 = 10, ნაშთი = 1
11 0 18 -> შესრულდება #3 ...