დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: USACO, 2007/08, JAN, BRONZE
X სახელმწიფოში არჩევნები ორ ტურად ტარდება. პირველი ტურიდან K (1 <= K <= N) კანდიდატი, რომლებსაც ყველაზე მეტი ხმა აქვთ მოგროვებული, გადადიან მეორე რაუნდში. ხოლო მეორე ტურში ყველაზე მეტი ხმის მიმღები ხდება პრეზიდენტი. თითოეული i ნომრის მქონე კანდიდატისათვის ცნობილია მის მიერ პირველ ტურში მიღებული A_i (1 <= A_i <= 1,000,000,000) და მეორე ტურში მიღებული B_i (1 <= B_i <= 1,000,000,000) ხმების რაოდენობა (ცხადია, თუკი კონკრეტული კანდიდატი მეორე ტურში გადავიდა). დაწერეთ პროგრამა,
რომელიც გაარკვევს, თუ რომელ კანდიდატს აირჩევენ პრეზიდენტად. ყველა A_i და ყველა B_i განსხვავებულია. შესატანი მონაცემები: * სტრიქონი 1: ჰარით გაყოფილი ორი მთელი რიცხვი - N და K. * სტრიქონები 2..N+1: სტრიქონი i+1 შეიცავს ჰარით გაყოფილი ორი მთელი რიცხვს A_i და B_i.
გამოსატანი მონაცემები: * სტრიქონი 1: გამარჯვებული კანდიდატის ნომერი.
შესატანი მონაცემები
5 3 3 10 9 2 5 6 8 4 6 5 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
5 დაკოპირება
განმარტება: მეორე ტურში გადავლენ 2, 4, 5 კანდიდატები. მეორე ტურში ნომერი 5 კანდიდატი აიღებს 5 ხმას და გაიმარჯვებს.