რადარ-ხარისხი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: USACO, 2005/06, MAR, BRONZE


ფერმერი  ჯონი ძროხებს ანიჭებს ხარისხს. ყოველი ძროხის ახირება არის 'RADAR' ხარისხი. რადარ-ხარისხად იწოდება ძროხა, 
რომლის ნომერი ორივე მხრიდან ერთნაირად იკითხება (ანუ, ის არის პალინდრომული). ყოველ ძროხას უნდა მისი შვილის
ხარისხი იყოს "RADAR" სტილის. ამასთან ყოველ დედას უნდა მისი შვილის ხარისხი მიღებული იყოს მისი საკუთარი
არა-RADAR ტიპის ხარისხიდან შემდეგი წესით: ერთხელ ან მეტჯერ კრებენ თავის ხარისხის რიცხვსა და ამ რიცხვის შებრუნებულს.
ზოგჯერ (მაგალითად: 12 + 21 = 33) ეს წესი იძლევა შედეგს და მიიღება მართლა RADAR პალინდრომი. ზოგჯერ კი პროცესი
უნდა გამეორდეს მრავალჯერ, მანამ, სანამ არ მიიღება ეს RADAR ხარისხი. მაგალითად ხარისხი '87' საჭიროებს 4 ბიჯს
რათა გადაიქცეს RADAR ხარისხად: ხარისხი რევერსი ჯამი ბიჯი 1: 87 + 78 = 165 ბიჯი 2: 165 + 561 = 726 ბიჯი 3: 726 + 627 = 1353 ბიჯი 4: 1353 + 3531 = 4884
მოცემულია დედის ხარისხი (დადებითი მთელი). იპოვე ბიჯების რაოდენობა და RADAR ხარისხი, რომელიც მიიღება ზემოთ აღწერილი 
პროცედურის შედეგად. პასუხი არ იქნება მეტი ვიდრე 2 მილიარდი.
შეტანის ფორმატი: * სტრიქონი 1: ერთი მთელი, დედის არა-RADAR-ული ხარისხი. 

გამოტანის ფორმატი: * სტრიქონი 1: ორი, ჰარით გაყოფილი რიცვი: ბიჯების რაოდენობა და მიღებულ RADAR ხარისხი.

 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
87 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
4 4884 დაკოპირება