დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 256 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: USACO, 2015/16, OPEN, GOLD
მოცემულია N წვეროსა და M წიბოსაგან (1≤N,M≤200000) შედგენილი არაორიენტირებული გრაფი. ყოველ ბიჯზე გრაფიდან შლიან ერთ წვეროს. დაწერეთ პროგრამა, რომელიც დაადგენს, წარმოადგენენ თუ არა გრაფის წაუშლელი წვეროები ერთ ბმულ კომპონენტს. თავდაპირველი გრაფი შესაძლოა ბმული არ იყოს.
შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ორი მთელი რიცხვი N და M. მომდევნო M სტრიქონიდან თითოეულში ორ-ორი რიცხვი - წიბოთა ჩამონათვალი. მომდევნო N სტრიქონიდან თითოეულში იმ წვეროების თანმიმდევრული ჩამონათვალი, რომელიც გრაფიდან წაშალეს.
გამოსატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში გრაფის თავდაპირველი მდგომარეობა, მომდევნო N-1 სტრიქონიდან თითოეულში კი გრაფის მდგომარეობა მორიგი წვეროს წაშლის შემდეგ. გრაფის მდგომარეობის აღსანიშნავად გამოიტანეთ სიტყვა "YES", თუ გრაფის წაუშლელი წვეროები ერთ ბმულ კომპონენტს წარმოადგენენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიტანეთ სიტყვა "NO".
შესატანი მონაცემები
4 3 1 2 2 3 3 4 3 4 1 2 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
YES NO YES YES დაკოპირება