ცეკვის ფესტივალი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


       ცეკვის ფესტივალზე უნდა შესრულდეს N კომპოზიცია, რომელთა შესრულების თანმიმდევრობა და ხანგრძლივობა წინასწარაა ცნობილი. თითოეული კომპოზიციის დროს სცენაზე უნდა იცეკვოს სპეციალურად ფესტივალისთვის მოწვეული K სოლისტისაგან ერთ-ერთმა. სოლისტები გადანომრილი არიან 1-დან K-მდე. ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ კონკრეტული კომპოზიციის შესრულებისას იცეკვოს იმ სოლისტმა, რომლის ცეკვის ჯამური დრო ყველაზე ნაკლებია, ხოლო თუ ასეთი დრო რამდენიმე სოლისტს ერთდროულად აქვს, მაშინ მათ შორის ყველაზე ნაკლები ნომრის მქონემ. დაწერეთ, პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს სოლისტთა გამოსვლის თანმიმდევრობას.

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში მოცემულია ორი მთელი რიცხვი N (2<=N<=100000) და K(3<=K<=20). მეორე სტრიქონში მოცემულია N ცალი მთელი რიცხვი - თითოეული კომპოზიციის შესრულების ხანგრძლივობა.

გამოსატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში უნდა ჩაიწეროს N მთელი რიცხვი სოლისტთა ნომრები, მათი გამოსვლების თანმიმდევრობის შესაბამისად.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
7 3 5 4 7 8 6 1 3 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
1 2 3 2 1 3 3 დაკოპირება