დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
ფეხსაცმელების მაღაზია "ბატასინს" უცხოპლანეტელები ესტუმრნენ. მათ პირველად ნახეს ფეხსაცმელი და აღფრთოვანდნენ ამ გამოგონებით. თითოეულმა უცხოპლანეტელმა რამდენიმე წყვილის ყიდვა გადაწყვიტა (ადამიანების მსგავსად მათაც ორ-ორი ფეხი ჰქონდათ: მარჯვენა და მარცხენა). სალაროსთან უზარმაზარი რიგი დადგა, თუმცა მალე გაირკვა, რომ უცხოპლანეტელებს მარცხენა და მარჯვენა ფეხების ზომა განსხვავებული ჰქონდათ. მაღაზიის მფლობელმა ცოტა ხანს იყოყმანა, მაგრამ შემდეგ იფიქრა, რომ ეს განსხვავებები ერთმანეთს გააბათილებდნენ და თანამშრომლებს გაყიდვის უფლება მისცა. ახლა მას აქვს გაყიდული მარცხენა და მარჯვენა ფეხსაცმელების ზომების სია და აინტერესებს, რამდენი ფეხსაცმელი დარჩა კენტად. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოითვლის ამ რიცხვს.
შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი N (1<N<=105) - გაყიდული ფეხსაცმელების რაოდენობა. მომდევნო N სტრიქონიდან თითოეულში ორ-ორი მთელი რიცხვი - გაყიდული ფეხსაცმლის შესაბამის წყვილში მარცხენა და მარჯვენა ფეხსაცმლის ზომები, რომლებიც მოთავსებულია დიაპაზონში 1-დან 100-მდე.
გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - კენტად დარჩენილი ფეხსაცმელების რაოდენობა.
შესატანი მონაცემები
7 42 44 40 44 44 41 40 43 40 42 43 41 41 40 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
4 დაკოპირება