ატიპიური ამნეზია

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ექიმებმა ბუბას იშვიათი დაავადება დაუდგინეს - გვარ-სახელთა ატიპიური ამნეზია. თუ ადამიანის გვარშიც და სახელშიც მარცხნიდან პირველი ხმოვანი (ხმოვნებია: 'a', 'e', 'i', 'o', 'u') ერთნაირია, ბუბას ერთმანეთში ერევა გვარისა და სახელის საწყისი თანხმოვნები. მაგალითად, ხორხე ბორხესის ნაცვლად მან შეიძლება თქვას "ბორხე ხორხესი", კიანუ რივზის ნაცვლად - "რიანუ კივზი", მერაია კერის ნაცვლად - "კერაია მერი" და ა.შ. ბუბა ერთ-ერთ საერთაშორისო ფორუმზე მოხსენების წასაკითხად მიიწვიეს. მოხსენებაში მან რამდენიმე ადამიანის გვარ-სახელი უნდა ახსენოს. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გაარკვევს, თუ რამდენი ადამიანის სახელი და გვარი შეიძლება შეეშალოს ბუბას.

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი N (1<=N<=50) - მოხსენებაში არსებული გვარ-სახელების რაოდენობა. მომდევნო N სტრიქონიდან თითოეულში - ლათინური ანაბანის სიმბოლოებისაგან შედგენილი თითო სახელი და გვარი.

გამოსატანი მონაცემები: იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა გვარ-სახელი შეიძლება შეეშალოს ბუბას.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
6 James Joyce Khorkhe Borkhes Keanu Reevse John Steinbeck Vin Diesel Mariah Carey დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
4 დაკოპირება