სტუდენტთა გაცვლის პროგრამა

დროის ლიმიტი: 2 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


  არაკომერციული ორგანიზაცია კოორდინაციას უწევს სტუდენტთა გაცვლის ძალიან წარმატებულ პროგრამას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მოთხოვნა გაიზარდა და ახლა კომპანიას თქვენი დახმარება ჭირდება.

  გაცვლითი პროგრამა შემდეგნაირად მუშაობს. თითოეული მონაწილე გვაწვდის ინფორმაციას მისი საცხოვრებელი ადგილისა და იმ ადგილის შესახებ, სადაც სურს გადაადგილება. პროგრამა წარმატებულად მიიჩნევა, თუ თითოეულ სტუდენტს ეყოლება შესაბამისი პარტნიორი გაცვლისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სტუდენტს უნდა წავიდეს A დან B ში მაშინ უნდა იყოს მეორე სტუდენტიც რომელსაც უნდა B დან A ში წასვლა. ეს მარტივი დავალება იყო როცა მხოლოდ 10 კანდიდატი იყო, მაგრამ ახლა შესაძლოა 100001 კანდიდატი იყოს.

   შესატანი მონაცემები:  პირველი სტრიქონი შეიცავს ტესტების რაოდენობას t. თითოეული ტესტის პირველი სტრიქონი შეიცავს სტუდენტთა რაოდენობას n ( 1 ≤ n ≤ 100001 ), რასაც მოჰყვება n ხაზი, სადაც აღწერილია გაცვლითი მონაცემები.  თითო ხაზი ორ მთელ რიცხვს შეიცავს, რომელიც გამოყოფილია space ით,  რაც შეესაბამება სტუდენტის ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილს და იმ ადგილს, სადაც მას სურს გადაადგილება. ადგილები აღწერილია არაუარყოფითი მთელი რიცხვებით, არა უმეტეს 109.  უნდა აღინიშნოს რომ არ არსებობს ისეთი კანდიდატი რომლის საცხოვრებელი ადგილი და ადგილი სადაც სურს გადაადგილება ერთიდაიგივეა.

 

   გამოსატანი მონაცემები:   თითოეული ტესტისთის, დაბეჭდეთ "YES" ცალკეულ ხაზზე, თუ შესაძლებელია გაცვლითი პროგრამის წარმატებით შესრულება სხვა შემთხვევაში დაბეჭდეთ "NO".




მაგალითები

შესატანი მონაცემები
2 4 5 9 9 5 9 5 5 9 6 1 3 4 8 3 1 5 7 5 7 8 4 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
YES NO დაკოპირება