დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 256 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
მოცემულია n სიგრძის მიმდევრობა, რომელიც შედგება მხოლოდ გახსნა-დახურვის ფრჩხილებისაგან. k შეკითხვის განმავლობაში ჩვენ ვირჩევთ დასახელებულ პოზიციაზე მდგომ ფრჩხილს და ვცვლით მას საპირისპიროთი (თუ მოცემულ პოზიციაზე დგას გახსნის ფრჩხილი იგი შეიცვლება დახურვის ფრჩხილით და პირიქით). თითოეული შეკითხვის შემდეგ ჩვენ უნდა დავადგინოთ მიღებული ფრჩხილების მიმდევრობა არის თუ არა სწორი.
ფრჩხილების მიმდევრობა არის სწორი თუ გახსნისა და დახურვის ფრჩხილების რაოდენობა ერთმანეთის ტოლია, და ამ მიმდევრობის ნებისმიერ პრეფიქსში გახსნის ფრჩხილები არანაკლებია დახურვის ფრჩხილებზე.
შესატანი მონაცემები: პირველ ხაზზე მოცემულია n (1 <= n <= 100 000) სიგრძის გახსნა-დახურვის ფრჩხილების მიმდევრობა. მეორე ხაზზე მოცემულია k (1 <= k <= 100 000) - შეკითხვების რაოდენობა. ამის შემდეგ თითოეული k ხაზი შეიცავს ერთადერთ p (0 <= p < n) რიცხვს - რაც ნიშნავს რომ p პოზიციაზე მდგომი ფრჩხილი უნდა შეიცვალოს საპირისპიროთი.
გამოსატანი მონაცემები: პასუხი გამოვიტანოთ k ხაზზე. თითოეულ ხაზზე '+' ან '-', იმის და მიხედვით იყო თუ არა სწორი ფრჩხილების მიმდევრობა კონკრეტული შეკითხვის შესრულების შემდეგ.
შესატანი მონაცემები
() 5 0 0 1 1 0 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
- + - + - დაკოპირება