ორმაგი რიგი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ახალდაფუძნებული ბალკანური ინვესტიციების ბანკი ახლა იკიდებს ფეხს მსოფლიოში, რისი მანიშნებელიცაა ახლახან გახსნილი ახალი ოფისი  ბუქარესტში, რომელიც აღჭურვეს სრულად თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით. ბანკის ყოველი მომხმარებელი იდენტიფიცირებულია დადებითი მთელი რიცხვით k და ბანკში ყოველი მისვლისას მათ ენიჭებათ პრიორიტეტი p, რომელიც ასევე დადებითი მთელი რიცხვია.

ბანკის ახალი პროგრამისტი განაცვიფრა მენეჯერების ერთ-ერთმა გამოგონებამ, რომლის მიხედვითაც რიგის ტრადიციულ წესს არ ემორჩილებოდნენ და მომსახურების მაგიდასთან ხან იძახებდნენ ყველაზე მაღალპრიორიტეტიან და ხანაც ყველაზე დაბალპრიორიტეტიან მომხმარებელს. შესაბამისად, სისტემა იღებს ბრძანებებს:

0 – სისტემამ უნდა შეაჩეროს მომსახურების სერვისი

1 k p – რიგში ემატება მომხმარებელი k, რომელსაც ენიჭება პრიორიტეტი p

2 – სისტემა მომსახურებისთვის იძახებს ყველაზე მაღალპრიორიტეტიან მომხმარებელს და შლის მას რიგიდან

3 – სისტემა მომსახურებისთვის იძახებს ყველაზე დაბალპრიორიტეტიან მომხმარებელს და შლის მას რიგიდან

 

შემავალი მონაცემები: შემავალი მონაცემის თითოეული ხაზი წარმოადგენს რომელიმეს ზემოთ აღწერილი ბრძანებებიდან. მხოლოდ და მხოლოდ ბოლო ხაზი შეიცავს შეჩერების ბრძანებას (კოდი 0). თუ სიაში დაემატა რომელიმე მომხმარებელი (კოდი 1), გარანტირებულია, რომ მის მომსახურებამდე (რიგიდან წაშლამდე), მომხმარებელი იგივე საიდენტიფიკაციო რიცხვით k ან პრიორიტეტით p აღარ დაემატება.

საიდენტიფიკაციო რიცხვი k ნაკლებია 1000000-ზე (0<k<10^6).

პრიორიტეტის რიცხვი p ნაკლებია 10000000-ზე (0<p<10^7).

მომხმარებელი მომსახურების შემდეგ შეიძლება ისევ დაბრუნდეს და ყოველი დაბრუნებისას შესაძლოა მიენიჭოს სხვადასხვა პრიორიტეტი.

 

გამომავალი მონაცემები: ყოველი მოთხოვნისთვის კოდით 2 ან 3, პროგრამამ ცალ-ცალკე ხაზზე უნდა დაბეჭდოს იმ მომხმარებლის საიდენტიფიკაციო რიცხვი, რომელსაც მოემსახურნენ. იმ შემთხვევაში, თუ კოდი 2 ან 3 შემოვიდა და რიგი ცარიელია, პროგრამამ უნდა გამოიტანოს რიცხვი ნული (0).




მაგალითები

შესატანი მონაცემები
2 1 20 14 1 30 3 2 1 10 99 3 2 2 0 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
0 20 30 10 0 დაკოპირება