დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
პაროლის სირთულე შევაფასოთ 5 კრიტერიუმით:
პაროლი შეიცავს ქვედა რეგისტრის ლათინურ სიმბოლოებს;
პაროლი შეიცავს ზედა რეგისტრის ლათინურ სიმბოლოებს;
პაროლი შეიცავს ციფრებს
პაროლი შეიცავს სიმბოლოებს: # $ % & * +
პაროლის სიგრძეა არანაკლებ 8 სიმბოლო.
დაწერეთ პროგრამა, რომელიც გაარკვევს, რა სირთულისაა მოცემული პაროლი.
შესატანი მონაცემები: სტრინგი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს, ციფრებს და სიმბოლოებს # $ % & * +. სტრინგის სიგრძე არ აღემატება 30 სიმბოლოს.
გამოსატანი მონაცემები: პაროლის სირთულე.
შესატანი მონაცემები
Bao17# დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
4 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
password დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
PASSword56 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
4 დაკოპირება