სიმბოლოები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 128 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: პოლონეთი, ოლიმპიადა 19, ეტაპი 1


პატარა ჯონის ძალიან გრძელი გვარი აქვს. მაგრამ მის გარემოცვაში, ის არ არის ერთადერთი ასეთი ადამიანი. როგორც აღმოჩნდა, მისი ბაღის ერთ-ერთ მეგობარს, მერის, იმავე სიგრძის, თუმცა ჯონისგან განსხვავებული, გვარი აქვს. ამასთანავე, მათი გვარები შეიცავენ ყველა სიმბოლოს თანაბარი რაოდენობით - ერთნაირი რაოდენობის A-ს, B-ს და ა.შ. 

ჯონის და მერის მოსწონთ ერთმანეთი და ხშირად თამაშობენ ერთად. მათი ერთ-ერთი საყვარელი თამაშია დიდი რაოდენობის ფურცლის ნაჭრების მოგროვება, მათზე ჯონის გვარის თანმიმდევრული სიმბოლოების დაწერა და შემდეგ მათი გადანაცვლება ისე, რომ საბოლოოდ მერის გვარი მიიღონ. 

ვინაიდან ჯონის უყვარს თავსატეხები, მან დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ მეზობელი სიმბოლოების გადანაცვლების რა რაოდენობაა საჭირო იმისათვის, რომ მისი გვარი მერის გვარად გადაკეთდეს. მისი ასაკის ბავშვისათვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთული ამოცანაა. ამიტომ მან მალევე მოგმართათ თქვენ, ყველაზე გამოცდილ პროგრამისტს საბავშვო ბაღში, რათა დაუწეროთ პროგრამა, რომელიც მას დაეხმარება. 

შემავალი მონაცემები: სტანდარტული შემომავალი მონაცემების პირველი ხაზი შეიცავს ერთ მთელ რიცხვს n (2 ≤ n ≤ 1 000 000), რომელიც აღნიშნავს ჯონის გვარის სიგრძეს. მეორე ხაზი შეიცავს ჯონის გვარს, ანუ მის n-ცალ თანმიმდევრულ სიმბოლოს (ჰარების გარეშე). მესამე ხაზი შეიცავს მერის გვარს იმავე ფორმატში: n-სიმბოლოიანი სიტყვა ჰარების გარეშე. ორივე სიტყვა შედგება მხოლოდ ინგლისური ანბანის დიდი სიმბოლოებისაგან.  

ქულების 30% ღირებულების ტესტებში დამატებითი პირობაა n ≤ 1 000. 

გამომავალი მონაცემები: თქვენმა პროგრამამ უნდა გამოიტანოს ერთი მთელი რიცხვი - მეზობელი სიმბოლოების გადანაცვლების მინიმალური საჭირო რაოდენობა, რათა ჯონის გვარი მერის გვარად იქცეს. 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
3 ABC BCA დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 დაკოპირება