დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
მოცემულია მთელი დადებითი რიცხვებისაგან შედგენილი მასივი. ერთ სვლაზე შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ლუწი რიცხვი და მასივის ყველა ელემენტი, რომელიც მისი ტოლია, შეგიძლიათ გაყოთ 2-ზე. დაწერეთ პროგრამა, რომელიც დაადგენს, რამდენ სვლაში შეიძლება მასივის ყველა ელემენტის კენტ რიცხვად გადაქცევა
შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი N (1<=N<=100000). მომდევნო სტრიქონში N მთელი დადებითი რიცხვი, რომელთაგან არცერთის მნიშვნელობა არ აღემატება 1000000-ს.
გამოსატანი მონაცემები: სვლების მინიმალური რაოდენობა, რომელიც საჭიროა მასივის ყველა ელემენტის კენტად რიცხვად გადაქცევისათვის.
შესატანი მონაცემები
6 40 6 40 3 20 1 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
4 დაკოპირება