დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
ბუბა ჰყიდს ლუდს კასრებით ქალაქის N ლუდხანაში. დღის ბოლოს კასრები მოაქვთ უკან ბუბას ოფისში. თითოეულ კასრს აქვს საკუთარი ტევადობა და თითოეულ მათგანში დარჩენილია გარკვეული რაოდენობის ლუდი. მეორე დღისთვის ბუბას სჭირდება ცარიელი კასრები და აინტერესებს, რა მინიმალური რაოდენობის კასრში მოთავსდება ნარჩენი ლუდი, რათა ის გადასამუშავებლად გააგზავნოს.
შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი N (1<=N<=100000). მომდევნო N სტრიქონიდან თითოეულში ორ-ორი მთელი რიცხვი - შესაბამისი კასრის ტევადობა და მასში დარჩენილი ლუდის რაოდენობა. ამ რიცხვებიდან არცერთი არ აღემატება 100-ს.
გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - კასრების მინიმალური რაოდენობა, რომელშიც ჩაეტევა დარჩენილი ლუდი.
შესატანი მონაცემები
5 3 1 7 4 5 3 9 7 3 2 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 დაკოპირება