სანაყინე

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ბუბამ დაიწყო მუშაობა სანაყინეში, რომელიც მისი სახლის მიმდებარე მოედნის საპირისპირო მხარეს მდებარეობს. მოედანს მართკუთხა ფორმა აქვს და ის ასევე მართკუთხა ფილებით არის დაფარული, ამიტომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ბუბას სახლი მდებარეობს MxN ზომის უჯრედოვანი არის ზედა მარცხენა კუთხეში, ხოლო სანაყინე ამავე არის ქვედა მარჯვენა კუთხეში. ცხადია, ბუბა სამსახურში მოედნის გავლით ფეხით დადის და უნდა, რომ ყოველ დილით ისეთი მარშრუტი შეარჩიოს, რომ მასში შედიოდეს ერთი მაინც აქამდე გაუვლელი ფილა. დაწერეთ პროგრამა, რომელიც მოედნის მოცემული ზომების მიხედვით დაადგენს, თუ რამდენჯერ შეუძლია მოძებნოს ბუბამ ასეთი მარშრუტი.

შესატანი მონაცემები: ორი მთელი რიცხვი M და N (3<=M,N<=1000000).

გამოსატანი მონაცემები:ისეთი მარშრუტების რაოდენობა, რომლებშიც შედის წინა დღეებში გაუვლელი ერთი მაინც ფილა.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
3 3 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
5 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
16 19 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
271 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
43 97 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
4033 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
120 200 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
23682 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
500 500 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
249002 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
997 3547 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3531817 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
51234 95678 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
4901819742 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
1414141 8989898 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
12712972943581 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
300001 300007 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
90001800001 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
7985747 945326 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
7549125337451 დაკოპირება