საპროექტო წინადადებები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ბუბა მუშაობს ინოვაციების ცენტრში, სადაც განიხილავს საპროექტო წინადადებებს. ბუბას მაგიდაზე საპროექტო წინადადებები დევს ერთ სვეტად და როცა მდივანს ახალი წინადადება შემოაქვს, ის თავსდება სვეტის ზემოდან. ბუბა განსახილველ წინადადებებს ასევე სვეტის ზემოდან იღებს და განხილვის შემდეგ სხვა განყოფილებაში აგზავნის. თითოეულ საპროექტო წინადადებას გარეკანზე აწერია ფურცლების რაოდენობა. ყოველთვის როცა ბუბა განხილულ წინადადებას სხვა განყოფილებაში აგზავნის, მას აინტერესებს დარჩენილ წინადადებებში ყველაზე მეტი ფურცლების რაოდენობა. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გადაწყვეტს ამ პრობლემას.

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი მთელი რიცხვი N (1<=N<=100000). მეორე სტრიქონში N ცალი მთელი რიცხვი. თუ რიცხვი დადებითია, ეს ნიშნავს, რომ მოიტანეს ახალი წინადადება და დადეს სვეტის სათავეში. თუ რიცხვი 0-ის ტოლია, ეს ნიშნავს, რომ ბუბამ განიხილა სვეტის სათავეში მყოფი წინადადება და სხვა განყოფილებაში გაგზავნა. გარეკანზე დაწერილი რიცხვების სიდიდე არ აღემატება 100000-ს. გარანტირებულია, რომ ბუბას მაგიდაზე ყოველთვის დევს ერთი მაინც საპროექტო წინადადება.

გამოსატანი მონაცემები: შემომავალ მონაცემებში ყოველი 0-სთვის თითო სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი - დარჩენილ წინადადებებში ყველაზე მეტი ფურცლების რაოდენობა.

 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
8 4 3 0 5 1 0 6 0 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
4 5 5 დაკოპირება