წიგნის კითხვა

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ბუბა წიგნებს მეტად უცნაური წესით კითხულობს. იგი იწყებს კითხვას პირველი გვერდიდან და ყოველდღიურად კითხულობს ზუსტად იმდენ გვერდს, რამდენსაც შეადგენს იმ გვერდის ნომრის ციფრთა ჯამი, რომლიდანაც მან კითხვა დაიწყო.  ანუ პირველ დღეს ის მხოლოდ ერთ გვერდს წაიკითხავს, მეორე დღეს კითხვას დაიწყებს მეორე გვერდიდან და შესაბამისად 2 გვერდს წაიკითხავს. მესამე დღეს ის კითხვას დაიწყებს მეოთხე გვერდიდან და 4 გვერდს წაიკითხავს. მეოთხე დღეს ის კითხვას დაიწყებს მერვე გვერდიდან და 8 გვერდს წაიკითხავს, ხოლო მეხუთე დღეს ის კითხვას დაიწყებს მეთექვსმეტე გვერდიდან და წაიკითხავს 1+6=7 გვერდს და ა.შ. დაწერეთ პროგრამა, რომელიც იმის მიხედვით, თუ მერამდენე გვერდს კითხულობს ბუბა, დაადგენს, თუ მერამდენე დღეა, რაც ის მოცემულ წიგნს კითხულობს. 

შესატანი მონაცემები: გვერდის ნომერი N (1<=N<=5000), რომელსაც ბუბა ახლა კითხულობს.

გამოსატანი მონაცემები: დღის ნომერი, რომელიც მიუთითებს, თუ მერამდენე დღეა რაც ბუბა წიგნს კითხულობს.

 




მაგალითები

შესატანი მონაცემები
17 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
5 დაკოპირება