დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: COCI, 2007/08, #2
მირკომ უნდა დაალაგოს მასივი, რომელიც შეიცავს N მთელ რიცხვს 1-დან N-მდე (ჩათვლით). ყოველი რიცხვი მასივში ზუსტად ერთხელ გვხვდება. მირკომ შეიმუშავა N ფაზისაგან შედგენილი სორტირების მეთოდი, რომელსაც ტურბოსორტი დაარქვა:
• პირველი ფაზის დროს, რიცხვი 1 გადაადგილდება პირველი პოზიციისაკენ მეზობელ ელემენტებთან ადგილის თანმიმდევრული გაცვლით.
• მეორე ფაზის დროს, რიცხვი N გადაადგილდება მე-N-ე პოზიციაში.
• მესამე ფაზის დროს რიცხვი 2 გადაადგილდება მე-2-ე პოზიციაში.
• მეოთხე ფაზის დროს, რიცხვი N-1 გადაადგილდება N-1 პოზიციაში.
• და ა.შ.
დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოთვლის ადგილი გაცვლის რაოდენობებს ამ პროცესის დროს.
შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი N (1 ≤ N ≤ 100000). მომდევნო N სტრიქონიდან თითოეულში თითო მთელი რიცხვი 1-დან N-მდე (ჩათვლით). მასივში რიცხვი არ მეორდება.
გამოსატანი მონაცემები: თითოეული ფაზისათვის თითო სტრიქონში გამოიტანეთ გაცვლების რაოდენობა.
შესატანი მონაცემები
3 2 1 3 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
1 0 0 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
5 5 4 3 2 1 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
4 3 2 1 0 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
7 5 4 3 7 1 2 6 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
4 2 3 0 2 1 0 დაკოპირება