საოლიმპიადო გუნდები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout

წყარო: COCI, 2010/11, #1


ზაგრების უნივერსიტეტში ყოველწლიურად ხდება სტუდენტთა გუნდების შერჩევა ინფორმატიკის ოლიმპიადისთვის. ტრადიციულად, ამ საკითხში გოგონები უფრო აქტიურობენ, ამიტომ თითოეულ გუნდში 2 გოგონა და 1 ბიჭი უნდა ირიცხებოდეს. მიმდინარე წელს, გუნდების შედგენის წინ გაირკვა, რომ K სტუდენტი უნდა გაემგზავროს ინტერშიპზე სხვა ქვეყანაში და ისინი ოლიმპიადაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. მოცემულია გოგონების რაოდენობა M, ბიჭების რაოდენობა  N და ინტერშიპზე გასაგზავნი სტუდენტების რაოდენობა K. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოთვლის რა მაქსიმალური რაოდენობის გუნდების შედგენა შეიძლება მათი საშუალებით. მაგალითად, თუ M=6, N=3 და K=2, ინტერშიპზე შეიძლება გაიგზავნოს 1 გოგონა და 1 ბიჭი და დარჩენილი 5 გოგონასა და 2 ბიჭისაგან შედგება 2 გუნდი (1 გოგონა გუნდის გარეშე დარჩება).

შესატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში სამი მთელი რიცხვი: M (0 ≤ M ≤ 100), N (0 ≤ N ≤ 100) და K (0 ≤ K ≤ M+N).

გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - გუნდების მაქსიმალური რაოდენობა.  




მაგალითები

შესატანი მონაცემები
6 3 2 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
2 1 1 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
0 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
6 10 3 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 დაკოპირება