დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
მოცემულია ორნიშნა რიცხვი. მასზე ატარებენ ორი ტიპის ოპერაციას: ა) ამრავლებენ მასში შემავალ ციფრებს; ბ) კრებენ მასში შემავალი ციფრების კვადრატებს. მაგალითად, რიცხვი 89-დან მიიღება ა) 8*9=72 და ბ) 64+81=145. თუ მიიღება ორნიშნა რიცხვი, მასზე იმეორებენ იგივე ოპერაციებს, სამნიშნა რიცხვის მიღების შემთხვევაში ამ რიცხვს ცვლიან მისი 100-ზე გაყოფის ნაშთით (ანუ ზემოთ ნაჩვენებ მაგალითში 145 შეიცვლება 45-ით). ერთნიშნა რიცხვის მიღებისას მასზე ოპერაციები აღარ ტარდება. დაწერეთ პროგრამა, რომელიც დაადგენს რა განსხვავებული რიცხვები შეიძლება მივიღოთ ამ პროცესში საწყისი რიცხვის ჩათვლით.
შესატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში მოცემულია ერთი მთელი რიცხვი.
გამოსატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში გამოიტანეთ იმ განსხვავებული რიცხვების რაოდენობა საწყისი რიცხვის ჩათვლით, რომელიც ზემოთ აღწერილი პროცესის შედეგად მიიღება. სამნიშნა რიცხვები ამ რაოდენობაში არ ჩათვალოთ, ერთნიშნა რიცხვები (მათ შორის 0-იც) - ჩათვალეთ.
შესატანი მონაცემები
13 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
5 დაკოპირება
13-დან მიიღება შემდეგი რიცხვები: 3 10 0 1.