დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
წყარო: COCI, 2008/09, #2
კუ კორნისლავს არასდროს აქვს რაიმე საინტერესო საქმე. მან 300 წელი უნდა იცოცხლოს, ამიტომ ცდილობს დროის მოკვლის საშუალებები იპოვოს. ამ კვირას მან ახალი თამაში მოიფიქრა "შემოსაზღვრე უდიდესი მართკუთხედი". დასაწყისისთვის კორნისლავს 4 ნატურალური რიცხვი სჭირდება. ის ცდილობს მართკუთხედის შემოხაზვას შემდეგი წესით: ჯერ პირდაპირ იმოძრავებს, შემდეგ 90 გრადუსით მოტრიალდება, შემდეგ ახალი მიმართულებით ივლის პირდაპირ და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში კორნისლავი აკეთებს სამ 90-გრადუსიან ბრუნს და გაივლის 4 სეგმენტს. როცა იგი რაღაც მიმართულებით მიდის, ნაბიჯების რაოდენობა რომელსაც გადადგამს, უნდა იყოს მოცემული 4 რიცხვიდან ერთ-ერთის ტოლი და თითოეული რიცხვი უნდა იქნას გამოყენებული ზუსტად ერთხელ. იმის მიხედვით, თუ რა თანმიმდევრობით გამოიყენებს კორნისლავი რიცხვებს, მისი ტრაექტორია სხვადასხვა ფორმის წირებს შემოხაზავს, რომელთაგან ზოგი შეიძლება საერთოდაც არ საზღვრავდეს მართკუთხედს. დაწერეთ პროგრამა, რომელიც იპოვის მაქსიმუმ რა ფართობის მართკუთხედის შემოსაზღვრას შეძლებს კუ.
შესატანი მონაცემები: ერთადერთ ხაზზე შემოდის 4 მთელი რიცხვი A, B, C და D (0 < A, B, C, D < 100), 4 არჩეული რიცხვი.
გამოსატანი მონაცემები: უდიდესი ფართობი.
შესატანი მონაცემები
1 2 3 4 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
4 4 3 4 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
12 დაკოპირება