მასივი და ოპერაციები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


მოცემულია მასივი A[1..N]. მასზე ასრულებენ ორი ტიპის ოპერაციას: 

1) გამოვიტანოთ ყველა ელემენტის ჯამი ინტერვალიდან [L, R];
2) ყველა ელემენეტს [L, R] ინტერვალიდან დავუმატოთ რიცხვი V.

შესატანი მონაცემები
პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი N – მასივის ზომა.

მეორე სტრიქონში N ცალი რიცხვი – მასივის ელემენტები (დიაპაზონი 1..10000).

მესამე სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი Q - ოპერაციათა რაოდენობა.

მომდევნო Q სტრიქონიდან თითოეულში აღწერილია თითო ოპერაცია. პირველი რიცხვით T მოცემულია ოპერაციის ტიპი: 1, თუ საჭიროა ელემენტთა ჯამის პოვნა ინტერვალზე, 2 – თუ საჭიროა რიცხვის დამატება ინტერვალზე არსებული ელემენტებისათვის. თუ T = 1, მომდევნო ორი რიცხვი L და R გვაძლევენ ინტერვალს, რომელზეც უნდა ვიპოვოთ ჯამი. თუ T = 2, მაშინ მომდევნო 3 რიცხვი L, R და V გვაძლევენ ინტერვალს და რიცხვს, რომელიც ამ ინტერვალზე ყველა ელემენტს უნდა დაემატოს. 
არცერთი შემომავალი რიცხვის მნიშვნელობა არ აღემატება 10000-ს.

გამოსატანი მონაცემები: პირველი ტიპის ყველა ოპერაციისთვის გამოიტანეთ თითო რიცხვი ცალკე სტრიქონში.







მაგალითები

შესატანი მონაცემები
4 3 1 8 7 3 1 1 3 2 2 3 5 1 1 3 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
12 22 დაკოპირება