დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
მოცემულია N ელემენტიანი მასივი და მასზე უნდა შევასრულოთ Q რაოდენობის მოქმედება.
მოქმედება 0 - შევცვალოთ x ინდექსზე მყოფი ელემენტი y რიცხვით.
მოქმედება 1 - დავთვალოთ ლუწი რიცხვების რაოდენობა l ინდექსიდან r ინდექსამდე მათივე ჩათვლით.
მოქმედება 2 - დავთვალოთ კენტი რიცხვების რაოდენობა l ინდექსიდან r ინდექსამდე მათივე ჩათვლით.
შესატანი მონაცემები:
პირველ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი N. მეორე სტრიქონში N ცალი მთელი რიცხვი.
მესამე სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი Q და მომდევნო Q სტრიქონიდან თითოეულში აღწერილია თითო მოქმედება.
0 x y - შევცვალოთ x ინდექსზე მყოფი ელემენტი y რიცხვით..
1 l r - დავთვალოთ ლუწი რიცხვების რაოდენობა l ინდექსიდან r ინდექსამდე მათივე ჩათვლით.
2 l r - დავთვალოთ კენტი რიცხვების რაოდენობა l ინდექსიდან r ინდექსამდე მათივე ჩათვლით.
გამოსატანი მონაცემები:
ერთადერთ სტრიქონში ყოველი 1 ან 2 ტიპის მოქმედებისათვის - შესაბამისი რიცხვების რაოდენობა.
შეზღუდვები:
1<=N,Q<=10^5
1<=l<=r<=N
0<=Ai<=10^9
1<=x<=N
0<=y<=10^9
შენიშვნა:- მასივის ინდექსაცია იწყება 1-დან.
შესატანი მონაცემები
6 1 2 3 4 5 6 4 1 2 5 2 1 4 0 5 4 1 1 6 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
2 2 4 დაკოპირება