დროის ლიმიტი: 1 წმ
მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი
შემავალი მონაცემები: stdin
გამომავალი მონაცემები: stdout
ეგერი ტყეში ჭრის დაავადებულ ხეებს. სულ მოსაჭრელია N ცალი ხე და ცნობილია თითოეული მათგანის სიმაღლე. როცა მოჭრილი ხეების ჯამური სიმაღლე არანაკლებ K მეტრი გახდება, ეგერი რაციით იძახებს სატვირთო მანქანას და ახდენს მათ ტრანსპორტირებას. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოითვლის, თუ რამდენჯერ მოუწევს ეგერს სატვირთო მანქანის გამოძახება.
შესატანი მონცემები: პირველ სტრიქონში ორი მთელი რიცხვი - N და K (1<=N<=100, 1<=k<=20). მეორე სტრიქონში N ცალი მთელი რიცხვი - მოსაჭრელი ხეების სიმაღლეები. ხის სიმაღლეები მოთავსებულია დიაპაზონში 1..20.
გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი, რომელიც აღნიშნავს რამდენჯერ მოუწევს ეგერს სატვირთო მანქანის გამოძახება.
შესატანი მონაცემები
7 5 2 3 3 6 8 2 2 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
3 დაკოპირება
საჭირო იქნება პირველი 2 ხის წაღება, რადგან 2+3=5. შემდეგ უნდა წაიღონ მესამე და მეოთხე ხეები, რადგან 3+6>5. ცალკე უნდა წაიღონ მეხუთე ხე, რადგან 8>5. ბოლო ორი ხე წაუღებელი დარჩება, რადგან 2+2<5.