მოედნის რეკონსტრუქცია

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


მართკუთხა ფორმის NxM ზომის მოედანი უნდა დაფარონ AxB ზომის ფილებით. ფილის გამოყენება შესაძლებელია ორნაირად: გრძივად ან განივად, თუმცა ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ყველა ფილა ზუსტად ერთნაირად უნდა იყოს დალაგებული. ამავე გადაწყვეტილებით, არ შეიძლება ფილის გახერხვა, ანუ ყველა ფილა მთლიანად უნდა გამოიყენონ. ამასთან, არ შეიძლება მოედნის თუნდაც უმცირესი ნაწილის დაუფარავად დატოვება და რადგან ფილები შეიძლება ზუსტად ვერ მოთავსდნენ მოედნის ზომებში, დასაშვებია მათი გადამეტება. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოითვლის მოედნის დასაფარავად საჭირო ფილების მინიმალურ რაოდენობას.

შესატანი მონაცემები: ოთხი მთელი რიცხვი -  N,M,A და B (1<=N,M,A,B<=1000000).

გამოსატანი მონაცემები: ერთი მთელი რიცხვი - მოედნის დასაფარავად საჭირო ფილების მინიმალურ რაოდენობა.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
18 20 5 6 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
12 დაკოპირება