ბუბა და ლაბირინთი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


ბუბამ ისწავლა ორგანზომილებიანი ლაბირინთების დაპროგრამება. ლაბირინთის ასაგებად ის იყენებს ორ სიმბოლოს: '#'-ს (დიეზი) და '.'-ს (წერტილი). დიეზები წარმოადგენენ კედლებს, ხოლო წერტილებზე შეიძლება იმოძრაო ლაბირინთიდან გამოსასვლელად. ბუბას მიერ დაწერილი პროგრამა აგენერირებს ისეთ ლაბირინთებს, რომლებსაც აქვთ არაუმეტეს ერთი გამოსასვლელი. დაწერეთ პროგრამა, რომელიც გამოიტანს გამოსასვლელი წერტილის კოორდინატებს, ან სიტყვა "NO"-ს, თუ ლაბირინთიდან გამოსვლა შეუძლებელია. გადასვლა შეიძლება მხოლოდ ზემოთ, ქვემოთ მარჯვნივ ან მარცხნივ. დიაგონალზე გადასვლა არ შეიძლება.

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში ორი მთელი რიცხვი - n და m(5<n,m<=40), რომლებიც აღნიშნავენ ლაბირინთში სტრიქონებისა და სვეტების რაოდენობას შესაბამისად. მომდევნო n სტრიქონიდან თითოეულში მოცემულია m სიმბოლო - დიეზი ან წერტილი. ბოლო სტრიქონში მოცემულია ორი მთელი რიცხვი a და b, რომლებიც აღნიშნავენ ლაბირინთის იმ უჯრის კოორდინატს, რომლიდანაც უნდა დაიწყოთ მოძრაობა ლაბირინთიდან გამოსასვლელად. საწყისი უჯრა ყოველთვის '.'-ია.

გამოსატანი მონაცემები: გამოსასვლელი წერტილის კოორდინატები, ან სიტყვა "NO", თუ ლაბირინთიდან გამოსვლა შეუძლებელია. ლაბირინთის სტრიქონები და სვეტები გადანომრილია 1-დან.




მაგალითები

შესატანი მონაცემები
6 7 ####### ####..# #..#.## ##...## ##.#### ##.#### 2 5 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
6 3 დაკოპირება
შესატანი მონაცემები
6 7 ####### #.....# #..#.## #....## ####### ####### 2 5 დაკოპირება
გამოსატანი მონაცემები
NO დაკოპირება